თორნიკე რიჟვაძე მასწავლებელთა მხარდაჭერის და სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ახალ პროგრამაში გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად ,,პროექტი ჩემს გაკვეთილზე" ფარგლებში გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საკლასო აქტივობების გამრავალფეროვნების ხელშეწყობა.

„აჭარის მთავრობის ინიციატივით პედაგოგების მხარდაჭერის პროგრამა რამდენიმე თვის წინ დაანონსდა, პროექტის განსახორციელებლად 600 000 ლარამდე გამოიყო. პედაგოგები, რომლებიც დანერგავენ დამატებით წამახალისებელ აქტივობებს და სწავლების ინოვაციურ მეთოდებს მოსწავლეებისთვის, მიიღებენ ყოველთვიურად 500 ლარიან დანამატს.

კონკურსის ფარგლებში, განსაზღვრული კრიტერიუმებით, 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით აჭარის განათლების სამინისტროში შევიდა 300-მდე საპროექტო განაცხადი და კომისიის მიერ შეირჩა 61 პროექტი, რომელთა განხორციელება თებერვლიდან დაიწყება. კონკურსის მეორე ეტაპზე საპროექტო განაცხადების მიღება იწარმოებს 2024 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით და გაიზრდება დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობაც.

ასევე, აჭარის მთავრობის ინიციატივით, საჯარო სკოლის პედაგოგები ჩაერთვებიან საერთაშორისო პროექტებში.

პედაგოგებთან შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო