ანონსი  26 იანვარი

26 იანვარს, 10:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“ გამართავს საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

მის: თელავის ქ.20

26 იანვარს, 11:00 საათზე, საიას თავმჯდომარე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პრესკონფერენციას გამართავს და წერილობით მიმართავს უწყებას, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი შეიქმნას.

მის: გიორგი ლეონიძის ქ. #3

საკონტაქტო: ლევან ქათამაძე - 577 07 05 00

26 იანვარს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი წლიური ანგარიშის - „ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში“ პრეზენტაციას გამართავს.

თემა: ანგარიში მოიცავს ადამიანის უფლებათა საკვანძო მიმართულებებს: მართლმსაჯულების სისტემა, თანასწორობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. ანგარიშში მიმოხილულია ბავშვთა, ქალთა, შშმ პირთა, ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა, იძულებით გადაადგილებულთა, უსახლკარო და ხანდაზმული პირების, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა.

მის: აკაკი გახოკიძის ქ. 11ა, 0 სართული.

საკონტაქტო: თათა თორდინავა - 599 87 78 10

26 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სამინისტროში რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდება.

მის: წერეთლის გამზ.144

26 იანვარს, 15:00 საათზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავს.

26 იანვარს, 20:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ მოხალისეთა ორგანიზაცია „ვემსახურები საქართველოს“ ჰიმნის პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციას დაესწრებიან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება