ერაყის საგარეო უწყება - ბაღდადი და ვაშინგტონი ერაყიდან დასავლური კოალიციის ეტაპობრივი გაყვანის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ

ბაღდადი და ვაშინგტონი ერაყიდან დასავლური კოალიციის ეტაპობრივი გაყვანის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადებას ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ბაღდადი და ვაშინგტონი კომიტეტს შექმნიან, რომელიც ერაყში დასავლური კოალიციის მომავალს განიხილავს ქვეყნიდან დასავლური კოალიციის ეტაპობრივად გაყვანის გრაფიკის შექმნის მიზნით.

ამ მომენტისთვის ერაყში 2 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რომლებიც ადგილობრივ ძალებს ეხმარებიან და რჩევებს აძლევენ ისლამური სახელმწიფოს გაძლიერების აღკვეთის კუთხით, რომელმაც 2014 წელს ერაყისა და სირიის დიდი ნაწილები დაიპყრო.

ამერიკელების გარდა, კოალიციაში, ასევე, ასობით სხვა სამხედრო მოსამსახურე შედის, ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან.

ერაყის მთავრობის მტკიცებით, ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია და კოალიციის მისიაც დამთავრდა, თუმცა ბაღდადს სურს კოალიციის წევრებთან ორმხრივი ურთიერთობების დამყარება, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის მხრივ, რაც წვრთნებსა და აღჭურვილობას მოიცავს.

ოფიციალური ბაღდადის განცხადებით, ქვეყანაში კოალიციის ყოფნა არასტაბილურობას ქმნის იმის ფონზე, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები თითქმის ყოველდღიურად თავს ესხმიან ბაზებს, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განლაგებული, ხოლო აშშ-ის ძალების მათ ასევე დარტყმებით პასუხობენ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!