ხატია წილოსანი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტს - დიდი მადლობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით თქვენი მტკიცე მხარდაჭერისა და ძლიერი გზავნილებისათვის

დიდ მადლობას მოგახსენებთ შესანიშნავი მიმართვისთვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით და თქვენი მტკიცე მხარდაჭერისა და ძლიერი გზავნილებისათვის, მათ შორის რუსეთის აგრესიული ნაბიჯების თაობაზე საქართველოსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კონტექსტში , - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ხატია წილოსანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სადაც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტმა დომინიკ ჰასლერმა რუსეთის აგრესიაზე საქართველოში და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.

ხატია წილოსანმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების პოლიტიკის როლის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილებისათვის მადლობა გადაუხადა.

„საინტერესოა თქვენი შეხედულება, რამდენად ეფექტური შესაძლოა იყოს ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებული ინსტრუმენტები უსაფრთხოების არქიტექტურასთან და რუსეთის ოკუპაციის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული გამოწვევებისა და პრობლემების გადასაჭრელად.

გარდა ამისა, საინტერესოა თქვენი შეფასება, როგორ შეგვიძლია ვუბიძგოთ რუსეთს, ევროკავშირის თაოსნობით, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ", - განაცხადა ხატია წილოსანმა.

დომინიკ ჰასლერის განცხადებით, უკრაინა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსული აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადა, იმავეს გამოვლა მოუწია საქართველოსაც. მისივე თქმით, აუცილებელია, ასევე დამტკიცდეს საქართველოს სამოქმედო გეგმა 2024 წლიდან 2027 წლის ჩათვლით, რომლის მიზანია საკანონმდებლო ინიციატივებისა და პრაქტიკის უკეთ ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტთან ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მიმართულებით.

22-26 იანვარს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში გივი მიქანაძე, ხატია წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ქეთევან თურაზაშვილი, ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე შედიან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება