ვოლოდიმირ ზელენსკი - სკრინინგის პროცესი დაიწყო, რაც საფუძველს უყრის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბრიუსელში ოფიციალურად დაიწყო სკრინინგის პროცესი, რაც საფუძველს უყრის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს.

“მივესალმები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადების დაწყებას. ბრიუსელში ოფიციალურად დაიწყო სკრინინგის პროცესი, რომელიც საფუძველს უყრის მოლაპარაკებებს”, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, წინ რთული სამუშაოა უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის, უკრაინული დელეგაციის ფორმირებისა და მოლაპარაკებების პოზიციის შესაფასებლად.

„იმედია, სამთავრობო გუნდი მოახდენს მაქსიმალურ მობილიზებას და ამ გაზაფხულზე პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციის გამართვას“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ეს არის დავოსში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან მიღწეული შეთანხმებების შედეგი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს