თურქეთმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაცია ოფიციალურად დაასრულა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას ახდენს.

ოქმი თურქეთის ოფიციალურ გაზეთში 25 იანვარს გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში შევიდა. ამრიგად, თურქეთმა სრულად დაამტკიცა შვედეთის ნატო-ში შესვლა.

„მივესალმებით თურქეთის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას. ჩვენ ახლა მივაღწიეთ გადამწყვეტ ეტაპს ნატო-ში სრულფასოვანი წევრობის გზაზე", - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პარლამენტმა 23 იანვარს საღამოს, მრავალსაათიანი დებატების შემდეგ, შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა. უნგრეთი ალიანსის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ჯერ კიდევ არ მოუხდენია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს