ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, კიევსა და მოსკოვს ეწვევა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი უახლოეს მომავალში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, კიევსა და მოსკოვს ეწვევა, - ამის შესახებ გროსიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვიზიტი სააგენტოს ექსპერტების შემდგომ როტაციას უკავშირდება, კიევსა და მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრების დროს კი ის ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს.

„ვაპირებთ საკადრო მორიგ, მე-16 როტაციას, ამიტომ მივდივარ რამდენიმე ექსპერტთან ერთად. გავესაუბრები სადგურის რუსულ „ხელმძღვანელობას“, ვნახოთ როგორ წყდება წყლის პრობლემა (სადგურის გაგრილებისთვის) გასულ ზაფხულს კახოვკას კაშხლის განადგურების შემდეგ“, - აღნიშნა გროსიმ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს ჟურნალისტებმა სთხოვეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება ათბალიანი სისტემით შეეფასებინა, რაზედაც გროსიმ უპასუხა, რომ არის დღეები, როდესაც თითქმის 10-ია და არის დღეები, როდესაც არაფერი არ ხდება. „პრობლემა სრულ გაურკვევლობაშია, რადგან ეს ომია“, - აღნიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება