ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დრომდე ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

„სერვისის ამოქმედების შემდეგ ბენეფიციარები სერვისს მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.

სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი ყოველდღიურად მოემსახურება.

ახალქალაქის, ყვარლის, მარტვილისა და ხულოს შემდეგ, დიალიზის სერვისი მიღება უახლოეს მომავალში ჭიათურაში, სენაკში, საგარეჯოში, ტყიბულში, წალენჯიხაში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროშიც იქნება შესაძლებელი, რის შედეგადაც გეოგრაფიული მოცვა გაიზრდება და საჭირო სერვისის მიღებას ბენეფიციარები შეუფერხებლად შეძლებენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება