ფოთის მერი - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება

ქალაქ ფოთში, სარსანიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება 2 ფენა ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება. მოეწყობა ტროტუარები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, გამწვანება და გადასასვლელი ხიდ-ბოგირები.

ამასთან, ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ დამონტაჟდება გარე განათება, საგზაო ნიშნები და განხორციელდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. მერიის განმარტებით, აღნიშნული სამუშაოები გაზაფხულის ბოლოს დასრულდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,პალადა” ახორციელებს.

მათი თქმით, ფოთის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს