თსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავეს - მათი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ აღსრულების ბიუროს მიერ გამოსახლებების პროტესტის დროს დაკავებული პირები კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია და შეწყდეს გამოსახლებები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდნენ აღსრულების ბიუროს მიერ გამოსახლებების პროტესტის დროს დაკავებული პირები, მათ შორის თსუ-ს ლექტორი კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია. ასევე, შეწყდეს გამოსახლებები.

მაისის სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, საბა ბულისკერია აღნიშნავს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა, პროფესურას და ადმინისტრაციის საჯარო მხარდაჭერა კაკო ჩიქობავას მიმართ.

„ყველამ ვიცით, გუშინ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი ლექტორია, ხოლო გიორგი ხასაია ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მაისის სტუდენტური მოძრაობა და ზოგადად თსუ-ს სტუდენტები პროტესტის ნიშნად შევედით კანცელარიაში და დავიკავეთ. დაცვის მხრიდან წინააღმდეგობა იყო, თუმცა მაინც მოვახერხეთ დაკავება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა, პროფესურას და ადმინისტრაციის საჯარო მხარდაჭერა კაკო ჩიქობავას მიმართ, დაუყოვნებლივ გათავისუფლება და წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოთხოვნაა რომ უნივერსიტეტმა დააანონსოს გაფიცვა, სანამ მათი თანამშრომლები არ გათავისუფლდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში გავაგრძელებთ კანცელარიაში ყოფნას, არ დავტოვებთ მას და შეფერხდება სასწავლო პროცესი”, - აღნიშნა მაისის სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთმა მონაწილემ, საბა ბულისკერია.

თსუ-ის სტუდენტების პროტესტს ასევე შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ზანდუკელის ქუჩიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ გადაინაცვლეს.

უნივერსიტეტთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი