ბექა ოდიშარია ოპოზიციაზე - „ნეტარ არიან მორწმუნენი“, მე ნაკლებად მწამს, რომ ასე მოკლე ხანში ფერი ეცვალოთ - მოვუწოდებთ მათ, დასხდნენ მაგიდასთან

„ნეტარ არიან მორწმუნენი“, მე ნაკლებად მწამს იმის, რომ ასე მოკლე ხანში ფერი ეცვალოთ - ვფიქრობ, ეს იქნება პოპულიზმის მორიგი პლატფორმა მათთვის [ოპოზიციისთვის], - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ 9 დათქმასთან დაკავშირებით დაანონსებულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ნაკლებად სწამს იმის, რომ ოპოზიცია თავის აქტივობებს კონსტრუქციულ და კოლეგიალურ ჭრილში გადაიტანს.

„მე ვფიქრობ, ეს იქნება პოპულიზმის მორიგი პლატფორმა მათთვის. რა ფორმით გამოიყენებენ და რა ფორმით გამოვაყენებინებთ, მაგას ვნახავთ. რაც შეეხება საქმიან ნაწილს - ჩვენ პირიქით, მომხრენი ვართ და მოვუწოდებთ მათ, დასხდნენ მაგიდასთან და ჩვენთან ერთად იმუშაონ იმისთვის, რომ ჩვენს დასავლელ მეგობრებს ვაჩვენოთ, რომ არსებობს დეპოლარიზაციის ხარისხის თუნდაც მინიმალური მოცემულობა“, - განაცხადა ოდიშარიამ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!