ბათუმის წყალი წყლისა და წყალარინების ტარიფების ცვლილებაზე ინფორმაციას ავრცელებს

ბათუმის წყალი წყლისა და წყალარინების ტარიფების ცვლილებაზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტარიფის ცვლილება ძირითადად არასაყოფაცხოვრებო, კომერციულ ობიექტებზე ვრცელდება.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეიცვალა წყლისა და წყალარინების ტარიფები, რომელიც ძირითადად ვრცელდება არასაყოფაცხოვრებო, კომერციულ ობიექტებზე.

ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა საყოფაცხოვრებო გამრიცხველიანებულ ტარიფზე, რის შედეგადაც წყლის ახალი ტარიფი უმნიშვნელოდ - 0.00826 (ლარი/მ3)-ით შეიცვალა.

უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფი სულადობით, რომელიც 2.62 (ლარი/მ3)-ს შეადგენს.

არასაყოფაცხოვრებო, კომერციული ობიექტის ტარიფი გაიზარდა 00.10 ლარით, კერძოდ: წყალი - 3.34058, წყალარინება - 2.52874, სულ - 5.86932 (ლარი/მ3)“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს