ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

გორის მერიის ინფორმაციით, სოფლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს.

„ყველა სოფელში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

ამ პროგრამის ფარგლებში 2024 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

ადგილობრივებთან შეხვედრებზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გარდა ამ პროგრამით გათვალისწინებული პროექტებისა, მოსახლეობის სხვა საჭიროებებსაც ეცნობა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა უკვე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 24 იანვარს დაიწყო და 13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება