გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2023 წელს რეგულირების ობიექტების 5466 ინსპექტირება განახორციელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, რეგულირების ობიექტების (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მფლობელი სუბიექტების, გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტს დაქვემდებარებული საწარმოების) 5466 ინსპექტირება განახორციელეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, განხორციელდა 414 რეგულირების ობიექტის საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.

„მათ შორის, 121 - გარემოზე ზემოქმედების ნებართვით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემოწმება; 3 - ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 13 - სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 7 - სამონადირეო მეურნეობის, თევზჭერის სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 20 - გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების იდენტიფიცირების მიზნით სასოფლო-სამეურნეო ნათესებიდან ნიმუშების აღება/შემოწმება და 282 - საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ინსპექტირება.

284 რეგულირების ობიექტს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობები გამოვლენილი დარღვევების გონივრულ ვადაში აღმოსაფხვრელად; მათ შორის, 24 რეგულირების ობიექტს ადმინისტრაციული მიწერილობა, დარღვევის სრულ აღმოფხვრამდე საქმიანობის შეზღუდვის (სრული ან ნაწილობრივი) მოთხოვნით წარედგინა.

რეგულირების ობიექტების ინსპექტირების მთავარი შედეგი გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა და საქმიანობის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს