ჯანდაცვის სამინისტროსთან რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების აქცია დასრულდა

„ერთად გადავარჩინოთ რესპუბლიკური საავადმყოფო“ - ამ ლოზუნგით ჯანდაცვის სამინისტროსთან რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ნაწილის აქცია დასრულდა.

როგორც სამედიცინო პერსონალმა აღნიშნა, კლინიკის ადმინისტრაციამ ტელევიზიით შეიტყო კლინიკის დემონტაჟის შესახებ, რაც მათთვის მიუღებელია. ისინი მოუწოდებენ მინისტრს, რომ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსის, ნინო ოთარიშვილის თქმით, დაჩქარებულ რეჟიმში, „ყველა იურიდიული ნორმის გვერდის ავლით ხორციელდება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროცესი“.

ასევე, დღეს, 15:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრმა სამედიცინო პერსონალს შეხვედრისკენ მოუწოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი მზად იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შესახვედრად და მათ კითხვებზე საპასუხოდ. აქციაზე მყოფმა სამედიცინო პერსონალმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. როგორც მათ აღნიშნეს, მინისტრს იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ ბრძანებას გააუქმებს კლინიკის რეორგანიზაციის შესახებ, კომპენსაციებზე საუბარს კი არ აპირებენ.

სამინისტროსთან უსაფრთხოების მიზნით პოლიცია იყო მობილიზებული.

სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, კვირას, 13:00 საათზე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მორიგი აქცია გაიმართება, სადაც ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება