მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო - ვაღიარებთ ღაზაში მცხოვრები პალესტინელების უფლებას, დაცული იყვნენ გენოციდისგან

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, აღიარებს ღაზაში მცხოვრები პალესტინელების უფლებას, იყვნენ დაცული გენოციდისგან.

მოსამართლის განმარტებით, პალესტინელები გენოციდის კონვენციით დაცულ ჯგუფს წარმოადგენენ.

„სასამართლო აღნიშნავს, რომ სამხედრო ოპერაციას, რომელსაც ისრაელი ახორციელებს, 2023 წლის შვიდი ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, დაღუპულებისა და დაშავებულების დიდი რაოდენობა, ასევე სახლების მასიური განადგურება მოჰყვა“, - აღნიშნა მოსამართლე ჯოან დონოგიუმ.

ამასთან, სასამართლოს შეფასებით, ღაზაში ვითარების შემდგომი გაუარესების სერიოზული რისკი არსებობს და სასწრაფოდ საჭიროა დროებითი ზომების დაწესება იმის გამო, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს სასამართლოს მიერ დადგენილ უფლებებს.

შეგახსენებთ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ ეხება საქმის ძირითად ბრალდებას - მოხდა თუ არა გენოციდი - მაგრამ ფოკუსირებული იქნება სამხრეთ აფრიკის მოთხოვნაზე, სასამართლომ საქმესთან დაკავშირებით გადაუდებელი ზომები გამოაცხადოს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს