ილია ღუდუშაური - ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით უცვლელია - საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება ახალი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური, საუნივერსიტეტო კლინიკა

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით უცვლელია - რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება ახლი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური, საუნივერსიტეტო კლინიკა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსების ნაწილის აქციას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს.

"რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის სურვილი საჯაროდ დააფიქსირეს, რაზეც მინისტრმა მზაობა გუშინვე განაცხადა. შეხვედრის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია კლინიკის თანამშრომლებს, თუმცა დღეს მათ პოზიციები შეცვალეს და შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით უცვლელია - რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება ახლი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური, საუნივერსიტეტო კლინიკა.

ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს", -აღნიშნა ილია ღუდუშაურმა, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“ერთად გადავარჩინოთ რესპუბლიკური საავადმყოფო”- ამ ლოზუნგით ჯანდაცვის სამინისტროსთან რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის აქცია გაიმართა.

როგორც სამედიცინო პერსონალი აღნიშნავდა, კლინიკის დემონტაჟი მათთვის მიუღებელია. ისინი მოუწოდებენ მინისტრს, რომ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს