იენს სტოლტენბერგი - უნგრეთს შეუძლია თებერვლის ბოლოს მოახდინოს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება

უნგრეთს შეუძლია თებერვლის ბოლოს მოახდინოს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„შვედეთის ნატოში წევრობა ალიანსს გააძლიერებს და ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას გაზრდის.

ნათლად გვითხრეს, რომ [უნგრეთის] პარლამენტი ამ საკითხს განიხილავს მაშინვე, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება და მესიჯი ის არის, რომ ამის შემდეგ პარლამენტი მხარს დაუჭერს შვედეთის წევრობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა, რომ უნგრეთიდან იმის შესახებ მიიღო მესიჯი, რომ პარლამენტი თებერვლის ბოლოს შეიკრიბება და მას იმაზე აქვს გათვლა, რომ უნგრეთის პარლამენტი მაშინვე მოახდენს შვედეთის წევრობის რატიფიცირებას.

ცნობისთვის, უნგრეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბოლო წევრი სახელმწიფოა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს