თამარ ხიდაშელი - აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის შეფასება მთლიანად თანხვედრაშია ევროკავშირის ზოგად შეფასებასთან ექვსივე პარტნიორ ქვეყანასთან დაკავშირებით

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის შეფასება მთლიანად თანხვედრაშია ევროკავშირის ზოგად შეფასებასთან ექვსივე პარტნიორ ქვეყანასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორმა, თამარ ხიდაშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის 2023 წლის შეფასებაზე ისაუბრა, სადაც საქართველო, საერთო ქულებით, მე-3 ადგილზეა მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ. ამის შესახებ თამარ ხიდაშელმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის შეფასება მთლიანად თანხვედრაშია ევროკავშირის ზოგად შეფასებასთან 6-ვე პარტნიორ ქვეყანასთან დაკავშირებით, სადაც ბოლო ადგილზეა ბელარუსი და ბოლოს წინა ადგილზეა აზერბაიჯანი. უკრაინა და მოლდოვა ჩვენზე წინ არიან იმ თვალსაზრისით, რომ მათთან დღე-დღეზე შეიძლება გაიხსნას მოლაპარაკებები, მაშინ როდესაც ჩვენ ახლახან მივიღეთ კანდიდატის სტატუსი.

აქვე ანგარიშში, ისევე როგორც ევროკავშირის შეფასების დოკუმენტებში, აღნიშნული იყო, რომ მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მათთვის გახდა რეფორმებისთვის სერიოზული იმპულსი. მაგალითად, უკრაინამ რეფორმები განახორციელა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე დაიწყეს მოსამართლეების შეფასება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა მოსამართლეების შეფასება. ანალოგიური მოხდა მოლდოვაში, სადაც მოსამართლეების შეფასების სისტემა, რომლებიც უნდა დაინიშნონ უმაღლეს თანამდებობებზე, ასევე ახლა მიმდინარეობს.

ამისგან განსხვავებით, საქართველოში უკან წავედით. გვახსოვს საქართველოს მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის მიერ 3 მოსამართლის დასანქცირება. გარდა ამისა, ვენეციის კომისა, რომელიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული, მისი შეფასებები სასამართლოსთან დაკავშირებითაც რომ ავიღოთ, უკიდურესად კრიტიკული იყო.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ხელისუფლების წუხილი არის საკუთარ ამომრჩევლისკენ მიმართული და იმ ნარატივის გაგრძელება, რომელიც გასულ წელსაც ვიხილეთ, რომ ჩვენ წინ ვართ, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, არ შეესაბამება ევროკავშირის მოსაზრებას“,- განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

მისივე თქმით, საქართველოს უკუსვლა აქვს მედიის თავისუფლების კუთხით, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითაც.

„გარდა ამისა, უკუსვლა გვაქვს მედიის თავისუფლების კუთხით. ერთ-ერთ წინააღმდეგობრივ საკითხად იყო მიჩნეული ნიკა გვარამიას დაპატიმრება, თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ ის პრეზიდენტმა შეიწყალა”, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

ინფორმაციისათვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში, საერთო ქულებით, საქართველო, მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. კერძოდ, მოლდოვა პირველ ადგილზეა 0.7 ქულით, უკრაინა მეორეზე - 0.66 ქულით და საქართველო მესამეზე - 0.63 ქულით.

აღნიშნულ სამეულს მოჰყვება სომხეთი - 0.61 ქულით, აზერბაიჯანი - 0.47 ქულით და ბელარუსი - 0.45 ქულით.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია