„თბილისი ენერჯი“ - მესამე პირის დაუდევრობის გამო გაზგამანაწილებელ ქსელში წყალი მოხვდა, შედეგად 3800 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

მესამე პირის დაუდევრობის გამო გაზგამანაწილებელ ქსელში წყალი მოხვდა, შედეგად 3800 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ მესამე პირმა დაუდევრობით გაზგამანაწილებელი ქსელი დააზიანა, რის გამოც გაზის ქსელში წყალი მოხვდა. შედეგად, 26 იანვრის 18:00 სთ-დან გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა დიღმის მას. 5 კვ-ში - კორპ. 17-ის მიმდ, 1, 1ა, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18 19, 20, 21, 22, 23, 24, 25ა, 25ბ, დიღმის მას. 6 კვ-ში - კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19, 20, 21, 22ბ, 22ა, 23, ევგენი მიქელაძის ნაკ 19/1, 4, 6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ევგენი მიქელაძის, აღმაშენებლის ხეივნის და მიმდებარედ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზმომარაგება სრულად 27 იანვრის 10:00 სთ-დან აღდგება.

„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება