ზურაბ ჩიკვილაძე - მუნიციპალური პროგრამები თოდუას კლინიკაში წარმატებით ხორციელდება

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე კომისიის წევრებთან ანა კაკაბაძესთან და ნათია მოდებაძესთან ერთად თოდუას კლინიკას ეწვია.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი დედაქალაქის იმ ერთ-ერთ კლინიკათაგანია, სადაც მუნიციპალური პროგრამები წარმატებით ხორციელდება.

„მსგავსი კლინიკების არსებობა ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა. პაციენტზე ორიენტირებულობა, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, პროფესიონალთა გუნდი - ამ კომპონენტთა ერთობლიობა პაციენტისათვის კომფორტულ გარემოს ქმნის.

ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მუნიციპალური პროგრამები და მზარდი ბიუჯეტი მოქალაქეებზეა მორგებული. ამ სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა კი უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც თბილისის მერია დედაქალაქის მცხოვრებთათვის საჭირო კვლევების თანადაფინანსებას ახორციელებს. მსგავსი სერვისების არსებობა კი ჩვენი საზოგადოების წევრების ჯანმრთელობის გარანტიაა“, - განაცხადა კლინიკაში სტუმრობისას ზურაბ ჩიკვილაძემ.

მათივე ცნობით, კლინიკაში ყოფნისას ზურაბ ჩიკვილაძემ მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის სახელმწიფოს და საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა და ყურადღება მუნიციპალური პროგრამების სტრატეგიის განსაზღვრაში სამედიცინო პერსონალის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს