FITUR-2024-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2024 ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების, ავიაკომპანიების, გავლენიანი PR და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის, გლობალურ პლატფორმებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვისა და თანამშრომლობის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ შემდეგ კომპანიებთან: Eurowings, Lufthansa, National Geographic, Expedia Group, Road Travel, Klebergroup, TransPerfect, HotelBeds, Smartvel და სხვა.

„გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაჯავშნის გლობალური პლატფორმის Amadeus-ის ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტს შეხვდა.

FITUR-2024-ზე საერთაშორისო მედიისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნეს.

FITUR-2024 მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტულ გამოფენაა, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნიდან 9 ათასამდე მეტი კომპანიაა წარდგენილი. მადრიდის ტურისტულ გამოფენას წელს დაახლოებით 136 ათასი სტუმარი ჰყავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს