თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკის პრეზენტაცია გაიმართა

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა და „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, საფოსტო მარკას ფილატელური დატვირთვის გარდა, სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს - ამ შემთხვევაში, ამით საქართველოს სახელმწიფომ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულების მიმართ, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კინოსა და თეატრის ჩამოყალიბებაში.

„ეს მარკა მკაფიო გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ გვაქვს 100 წლის ისტორიის მქონე თეატრისა და კინოს სასწავლებელი თავისი დიდი და სახელოვანი ტრადიციებით," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ღონისძიების ფარგლებში, „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, რექტორს, გიორგი შალუტაშვილს უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.

ამასთან, „საქართველოს ფოსტასა" და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

„თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა მიმოქცევაშია 2023 წლის დეკემბრიდან და ხელმისაწვდომია „საქართველოს ფოსტის" 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღნიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 10.000 ერთეული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს