შარლ მიშელი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში მიშელი წერს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ გადადგომაზე ბევრი სპეკულაცია და უკმაყოფილება გამოიწვია და ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

მისივე თქმით, მთელ ძალისხმევას ამჟამინდელი მოვალეობის შესასრულებლად მიმართავს.

მიშელის თქმით, სამომავლო გეგმების განხილვას მანდატის დასრულების შემდეგ განიხილავს.

მიშელის მოსალოდნელი გადადგომისა და ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი. დასავლური მედია აღნიშნვდა, რომ მისი თანამდებობიდან ვადაზე ადრე წასვლის გამო, გაჩნდა შანსი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა დროებით ვიქტორ ორბანს დაეკავებინა, რადგან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ივლისში სწორედ უნგრეთი ხდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს