უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების პროექტის განხილვა დაიწყეს

უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების პროექტის განხილვა დაიწყეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მოლაპარაკებების დროს მხარეები ხელშეკრულების პროექტის დაუყოვნებელ შემუშავებაზე გადავიდნენ და დოკუმენტის ძირითად ელემენტებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები გაცვალეს. მხარეები უახლოეს მომავალში გასამართ ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ თარიღზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საფრანგეთთან მოლაპარაკებების უკრაინულ ჯგუფს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, იგორ ჟოვკვა ხელმძღვანელობდა.

რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების დასასრულებლად თებერვალში უკრაინაში ვიზიტს გეგმავს.

შეგახსენებთ, უკრაინასა და „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოებს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი შეთანხმებების უმეტესობა ჯერ კიდევ მოლაპარაკების ეტაპზეა. მიმდინარე წლის დასაწყისში პირველი მსგავსი შეთანხმება უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს