გია ცაგარეიშვილი - “რეიტინგების ომი" ახალი წლის დასაწყისიდან გააჩაღეს ჩვენმა ოპონენტებმა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საქართველოს, მათი სამშობლოს წინააღმდეგ

ჩვენ არავის ვედრებით, ჩვენს გზას მივუყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად და ამ გზაზე ძალიან დიდ წარმატებებსაც ვაღწევთ, რაც თვალშისაცემია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2023 წლის ინდექსის შესახებ კვლევა ევროკავშირის მიერ არ ჩატარებულა, რაშიც საზოგადოების დარწმუნებას აღნიშნული არასამთავრობოები ცდილობენ.

"ცოტა ხნით შევჩერდები კვლევებზე და ამ ე.წ. რეიტინგების ომზე, რომელიც ახალი წლის დასაწყისიდან გააჩაღეს ჩვენმა ოპონენტებმა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საქართველოს, მათი სამშობლოს წინააღმდეგ.

იცით, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსი, რომლითაც შეფასდა სხვა ქვეყნებთან - მოლდოვასთან, უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან შედარებით ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების, კორუფციის პრობლემების, სასამართლოს თავისუფლების, მმართველობის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების და ა.შ სფეროში. გაცხადდა, რომ თითქოს ჩვენ გვისწრებს მოლდოვა, უკრაინა და ქალბატონი ხიდაშელი, სხვა არასამთავრობოების წარმომადგენლები ამბობენ, თითქოს ეს არის ერთგვარად ევროკავშირის შეფასება. მაყურებელმა რომ კარგად გაიგოს, ეს კვლევა ჩაატარეს მხოლოდ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. სხვათა შორის, მათი ნაწილი პარლამენტის წინ აღმართულ ტრიბუნაზე ან ტრიბუნასთან ახლოს იდგა, როცა ლამობდა ხელისუფლების შეცვლას ე.წ კოალიციური “ენჯეოშნიკური” მთავრობის დაკომპლექტებას", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა „POSTV“-ის ეთერში, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება