ჯანდაცვის სამინისტრო - 16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„ფინანსდება შემდეგი დიაგნოზებისთვის საჭირო ქირურგიული ჩარევები:

1.პირველადი ღიაკუთხიანი გლაუკომა

2.სხვა გლაუკომა

3.ბადურის სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები

4.ბადურის გახლეჩები ჩამოცლის გარეშე

5.პირველადი დახურულკუთხიანი გლაუკომა

6.ავადმყოფობების შემდგომი მეორადი გლაუკომა

7.ბადურის ჩამოცლა ბადურის გახევით

8.ტრამვული კატარაქტა

9.ბადურის ტრაქციული ჩამოცლა

10.სხვა ბადურის ჩამოცლა

11.მინისებრი სხეული პროლაპსი

12.რქოვანას წყლული

13.ბადურის სისხლჩაქცევები

14.ჩირქოვანი ენდოფთალმიტი

15.ეჭვი გლაუკომაზე

16.პოსტტრავმული მეორადი გლაუკომა

საყურადღებოა, რომ შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს, მთელი წლის განმავლობაში, სრულად დაუფინანსდებათ გლაუკომის სამკურალო მედიკამენტებიც.

რაც შეეხება კატარაქტას. უმეტეს შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არ საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დიაგნოზისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ გეგმური სახის ოპერაციები.

ჩვენი მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია. სახელმწიფო პროგრამები მუდმივად ფართოვდება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ სახელმწიფო დაფინანსებამ მაქსიმალურად მეტი დაავადება მოიცვას”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციამ“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 15 დეკემბრის შემდეგ ურთულესი ოფთალმოლოგიური დიაგნოზები, რომელიც საჭიროებს სასწრაფო, დაუყოვნებლივ ოპერაციას „დიარჯით“არ ფინანსდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება