გია ცაგარეიშვილი - შეშფოთება შევატყვე ხაბეიშვილს, კომიკურ ფიგურას, რომელიც საქართველოს ამოტრიალებული რუკით ოპერირებდა

შეშფოთება შევატყვე ბატონ ხაბეიშვილს, კომიკურ ფიგურას, რომელიც საქართველოს ამოტრიალებული რუკით ოპერირებდა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ საზოგადოებისთვის „მთავარის არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გაერთიანება სიახლე არ იქნება.

"სააკაშვილი რომ კითხულობდა უკუღმა წიგნს, თხა და გიგოსავით, ზუსტად ის არის ხაბეიშვილი, რომელიც ამოტრიალებული რუკით საუბრობდა, რომ ჩვენს მხარეს ქვების სროლას ყველამ თავი დაანებოს და ერთმანეთს ხმებს ნუ წავართმევთო. რა თქმა უნდა, ეს არის გვარამია-მელიას ფლანგისკენ მოწოდება, რომელიც თებერვლის დასაწყისში აპირებს პარტიის შექმნას და ვფიქრობ, ამით დასრულდება ე.წ. სიახლეები. თუმცა, სიახლე რა არის აქ, ვინ არის ახალი? ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ფორმაციის საზოგადოებაში, ხელისუფლების დამარცხების შესაძლებლობა არის მხოლოდ მაშინ, როცა არის რაიმე სიახლე, როცა ამომრჩეველი შენს პოლიტიკურ პლატფორმაში დაინახავს სიახლეს, დაგიჯერებს და გამოგყვება არჩევნებზე. რა არის აქ სიახლე? - ზიზღის გარშემო გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც შინაგანად ამ ზიზღმა გამოხრა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა POS TV-ის ეთერში, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს