კირილ ბუდანოვი "ილ-76”-ის ჩამოვარდნაზე -  თუ ეს ისე მოხდა, როგორც რუსეთი ამტკიცებს, მაშინ რატომ აგრძელებს ცხედრების დამალვას? მათ ხომ ეს მთელი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინათ: “ნახეთ, უკრაინელები მკვლელები არიან”, მაგრამ არაფერი არ არის

“ილ-76”-ის სიტუაცია გაურკვეველია, რუსეთი ცხედრებს არ აჩვენებს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლომდე პასუხის გაცემა, რა მოხდა, არცერთ მხარეს არ შეუძლია.

"სამწუხაროდ, უნდა მოვახდინოთ კონსტატაცია, რომ არცერთ მხარეს არ შეუძლია ბოლომდე პასუხის გაცემა, თუ რა მოხდა იქ. რუსეთის პოზიცია გასაგებია - ყველაფერში უკრაინის დადანაშაულება. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი პოზიციისთვის გაურკვეველი ფაქტორების რიგი არსებობს... ეს, უპირველეს ყოვლისა, არის ის, რომ მათ არ აჩვენეს მინდვრები, რომლებიც ცხედრებით, ნარჩენებითაა სავსე, როგორც უდნა ეჩვენებინათ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაედანაშაულებინათ უკრაინა, მაგრამ ესეც კი არ არის. ანუ სიტუაცია ბოლომდე გასაგები არაა. თუ ეს ისე მოხდა, როგორც რუსეთი ამტკიცებს, მაშინ რატომ მალავდა რუსეთი რამდენიმე დღე და აგრძელებს ცხედრების დამალვას? მათ ხომ ეს მთელი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინათ: “ნახეთ, უკრაინელები მკვლელები არიან”. მაგრამ არ არის ცხედრები, არაფერი არ არის,” - განაცხადა ბუდანოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს