რუსებმა უკრაინას დრონებით და „ისკანდერის“ რაკეტებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა 28 იანვრის ღამეს უკრაინას „შაჰედის“ 8 დრონით და „ისკანდერ-მ“-ის რაკეტებით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

”მტერმა შეტევა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან (პრიმორსკო-ახტარსკი - რუსეთის ფედერაცია) Shahed-136/131-ის 8 უპილოტო საფრენი აპარატით და რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქიდან „ისკანდერ-მ“-ის ორი რაკეტით განახორციელა, S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან კი დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, პოლტავას, დონეცკის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში თავდასხმა განხორციელდა სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

ამასთან, უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მოწინააღმდეგის რვა უპილოტო საფრენი აპარატიდან ოთხი გაანადგურეს. წინასწარი მონაცემებით, ბალისტიკური დარტყმის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს