ანა დოლიძე - ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ივანიშვილი დავამარცხოთ, ეს არის განსხვავებული ფასეულობა

პარტია "ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ განსხვავებული ფასეულობებით არის შესაძლებელი.

"ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული ტელევიზიები ძალიან ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ იგივე ფასეულობებით ჩაანაცვლებენ ივანიშვილს და გაიმარჯვებენ. ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი გზა არის განსხვავებული ფასეულობები. ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ივანიშვილი დავამარცხოთ, ეს არის განსხვავებული ფასეულობა. ის, რაზეც დგას ივანიშვილი, არის გამდიდრება ერთი პატარა ჯგუფი ადამიანებისთვის, დანარჩენი ქართველების გადაჩეხვა, ემიგრაცია, გაღარიბება, განათლების გარეშე დატოვება. მეორე მხრივ, ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მხოლოდ და მხოლოდ სხვა ფასეულობა. ხალხმა ეს განსხვავებული ფასეულობა უნდა დაინახოს. ეს ფასეულობა არის კეთილდღეობა ყველასთვის“, - აცხადებს ანა დოლიძე.

ინფორმაციას პარტია "ხალხისთვის“ ავრცელებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო