„ჯეო ჰოსპიტალსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, ისინი მზად არიან, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმონ

„ჯეო ჰოსპიტალსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო კობახიძის განცხადებით, კლინიკა მუდმივად აცხადებს სხვადასხვა პროფილის ექიმების თაობაზე ვაკანსიას და სურვილის შემთხვევაში, ისინი მზად არიან, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმონ. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტრო დაგვიკავშირდა, რამდენად შეიძლება ვიყოთ ქსელი მზად იმ შემთხვევაში, თუ ექიმების გარკვეული კატეგორია მათ წინადადებას არ დათანხმდება. ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვაქვს ღია ვაკანსიები როგორც თბილისში, მრავალპროფილურ კლინიკებში, ასევე რეგიონებში. ვინც ჩათვლის საჭიროდ და გადაწყვეტს, რომ შეიძლება დაინტერესდეს ჩვენი კლინიკებით, მზად ვართ, რომ მათთან გასაუბრება და კომუნიკაცია მოვახდინოთ, რათა გავიგოთ, რამდენად არის ორმხრივი ინტერესი, არსებულ ვაკანსიებს რამდენად ესადაგება მათი სპეციალობები. მზად ვართ, რომ ეს კომუნიკაცია სიამოვნებით დავიწყოთ“,-განაცხადა ნინო კობახიძემ.

მისი თქმით, რამდენი ადამიანის დასაქმებას შეძლებს “ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელი ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც მედიკოსები დასაქმების სურვილს გამოხატავენ და ორმხრივი ინტერესი იქნება.

„ძალიან ბევრი კლინიკაა ჩართული, იმის მიხედვით, რამდენი ადამიანი გამოხატავს სურვილს, ალბათ მოხდება გასაუბრების მიხედვით გადანაწილება, ოღონდ ეს უნდა იყოს ორმხრივი ინტერესი. ამა თუ იმ სპეციალისტის საჭიროება ჩვენ სულ გვაქვს, მუდმივად გვჭირდება კვალიფიციური ხალხი. შესაბამისად, რაოდენობაზე ვერაფერს გეტყვით. დავიწყებთ კომუნიკაციას და შემდეგ გამოიკვეთება რაოდენობაც. ვინც გამოხატავს სურვილს, მზად ვართ შევხვდეთ, გავესაუბროთ ინდივიდუალურად. ვნახოთ, როგორ მოერგება ჩვენი ინტერესები ერთმანეთს“,- განაცხადა ნინო კობახიძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა დღეს კლინიკასთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს მთავრობის გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევისა და კოლექტივის დაშლის შესახებ.

ინფორმაციისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო