იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ხოლო 30-ზე მეტი დაშავდა. თავდასხმა სირიის საზღვართან მდებარე ბაზაზე მოხდა.
მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. როგორც ბაიდენმა განაცხადა, თავდასხმის ფაქტებს ჯერ კიდევ აგროვებენ, თუმცა შეტევა ირანის მხარდაჭერილმა ჯგუფებმა განახორციელეს.