პაატა მანჯგალაძე - ყველა ფორმატში ყველა შეხვედრას დავესწრებით, მაგრამ თუ მოწინააღმდეგეს უნდა, რომ ეს 9-პუნქტიანი რეკომენდაციის ახალ საბოტაჟად გამოიყენოს, ამაში არ გამოვადგებით - „ქართული ოცნება“ ზნეს და ბუნებას არ შეიცვლის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას დაესწრება, თუმცა მიიღებს თუ არა მისი პარტია შემდგომ შეხვედრებში მონაწილეობას, „დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ განზრახვაზე“.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ჯერ გაიგებენ, რა უნდა „ქართულ ოცნებას“ და შემდეგ გადაწყვეტენ, რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას სამუშაო შეხვედრებში.

„ჯერ დავესწრებით და გავიგებთ, რა უნდათ და შემდეგ გადავწყვეტთ, რა ფორმატში და როგორ მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ზნეს და ბუნებას არ შეიცვლის“.

„ეს ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ ზნისა და ბუნებისა, მაინც უნდა ავუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ არ არის ქვეყანაში ღირსეული სამუშაო ადგილები. ამ საკითხს დავაყენებთ. კორუფციაა ქვეყანაში და სასამართლო არ გვაქვს - ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც მოქალაქეებს ქვეყნიდან წასვლა უწევთ.

მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, ყველა ფორმატში ყველა შეხვედრას დავესწროთ, მაგრამ თუ მოწინააღმდეგეს სამუშაო ფორმატის ნაცვლად უნდა, რომ ეს 9-პუნქტიანი რეკომენდაციის ახალ საბოტაჟად გამოიყენოს, ამაში არ გამოვადგებით“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის