თეონა აქუბარდია - 9 რეკომენდაციის შესრულების გეგმაში აქცენტი არის სამუშაო ჯგუფებზე, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა და აქეთ ამუნათებს ოპოზიციას, რომ თურმე კერპთაყვანისმცემლები ვართ და სამუშაო ჯგუფები პანაცეა არ არის

არ გამოვრიცხავ, რომ მზა კანონპროექტები გამოიტანონ და შემდეგ მისი საკომიტეტო და პლენარული ფორმატით განხილვა მოხდეს, ეს უფრო ახლოსა რეალობასთან ვიდრე ის, რაც შარშან ვნახეთ, რომ სამუშაო ფორმატი და მსჯელობა გაგრძელდეს - თუ შარშან არ უნდოდა „ქართულ ოცნებას“ სასამართლოს სრულფასოვანი რეფორმა, წელს რატომ მოუნდება, მითუმეტეს არჩევნების წელს,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა პროცესის მოთელვაა და შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს მუშაობას თუ პირდაპირ მზა კანონპროექტებს გაიტანს კომიტეტზე.

„9 რეკომენდაციის შესრულების გეგმაში აქცენტი არის სამუშაო ჯგუფებზე, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა და აქეთ ამუნათებს ოპოზიციას, რომ თურმე კერპთაყვანისმცემლები ვართ და სამუშაო ჯგუფები პანაცეა არ არის. თუმცა მოცემულობაში, შეხვედრა, რომელიც იმართება, არის არა სამუშაო ჯგუფის, არამედ სამუშაო შეხვედრა იმისთვის, რომ მოვისმინოთ პასუხი, როგორ ხედავს „ქართული ოცნება“ ამ პროცესს. ასევე ვისაუბროთ ზოგადად ყველა იმ რეფორმაზე, რომელიც პარლამენტის გასაკეთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებით, რომელიც პირველი რეკომენდაციაა, ვერ ვხედავ ხსნას, რადგან თავად პაპუაშვილმა წელი დაიწყო დასავლეთზე თავდასხმით. რაც შეეხება ჩართულობას, მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების შესრულებაში, სამოქალაქო სექტორის როლზე, თავად ევროკავშირი საუბრობს, მოხდა გამოხშირვა არასამთავრობო სექტორის”,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, პროცესში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებასთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი.

„ის, რაც შარშან არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით, წელს რატომ გააკეთებს, არ ვიცი. ჩემთვის საინტერესოა, ზოგადად, რა პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ და საერთოდ, რამის გაკეთებას აპირებს თუ არა. არც ის ვიცით შეხვედრები გაგრძელდება თუ არა. ეს არის მოთელვა პროცესის და შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმატში ან საერთოდ გააგრძელებს თუ არა მუშაობას თუ პირდაპირ კომიტეტზე მზა კანონპროექტებს გამოიტანს“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია