რუსებმა უკრაინას 8 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა რვავე გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას 29 იანვრის ღამეს Shahed-136/131 ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან გაუშვეს. გარდა ამისა, მათ უკრაინის ტერიტორიას ვორონეჟის ოლქიდან „ისკანდერ-მ“-ის რაკეტით, დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან კი S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით შეუტიეს.

„განადგურდა მტრის რვა უპილოტო საფრენი აპარატი ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის და რივნეს ოლქებში“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს