BTU პროექტის - Women in AI ფარგლებში საინფორმაციო კამპანიას იწყებს

პროექტის „ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ - Women in AI ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ტექნოლოგიების მიმართულებით, ცნობიერების ასამაღლებელ შეხვედრებს იწყებს. თებერვლის თვეში შეხვედრები დაგეგმილია თბილისისა და საქართველოს რეგიონების კერძო და საჯარო სკოლების მე-9-12 კლასის მოსწავლე გოგოებისთვის.

შეხვედრების მიზანი სამიზნე აუდიტორიისთვის BTU-ს ახალი, მასშტაბური პროექტის წარდგენა, ზოგადად ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ინფორმაციის მიწოდებაა. შეხვედრები შემდეგ ქალაქებში ჩატარდება: თბილისი, რუსთავი, გორი, ახალციხე, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.

შეხვედრები გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე:

  • 6 თებერვალი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, თბილისი
  • 6 თებერვალი, წმინდა გიორგის სახელობის სკოლა, თბილისი
  • 7 თებერვალი, #55 საჯარო სკოლა, თბილისი
  • 7 თებერვალი, #22 საჯარო სკოლა, რუსთავი
  • 9 თებერვალი, #1 საჯარო სკოლა, ქუთაისი
  • 9 თებერვალი, #3 საჯარო სკოლა, ზუგდიდი
  • 10 თებერვალი, ბათუმის ტექნოპარკი, ბათუმი
  • 13 თებერვალი, #5 საჯარო სკოლა, გორი
  • 13 თებერვალი, #1 საჯარო სკოლა, ახალციხე
  • 16 თებერვალი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი, თელავი

შეხვედრები ღიაა და დამსწრეთა რეგისტრაცია წარმოებს შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი - BTU, თელავი და ბათუმი.

სამიზნე სკოლებში შეხვედრებზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ, შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

Women in AI-ის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 200 ქალი შეირჩევა და ყველა მათგანი 9 თვის განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტისა და ვებ-დეველოპმენტის მიმართულებებით გადამზადდება. პირველი ნაკადის ბენეფიციარების რეგისტრაცია დასრულებულია. სადაც 1 100 ზე მეტი რეგისტრაცია დაფიქსირდა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაარსების დღიდან სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში ცდილობს გაზარდოს ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში. აღსანიშნავია, რომ BTU-მ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით უკვე განახორციელა მასშტაბური, წარმატებული პროექტი “500 ქალი ტექნოლოგიებში”.

Women in AI გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით BTU-ს მიერ ხორციელდება.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება