დღეიდან „მეიქინგ საიენს სვიფტის“ აქსელერაციის ანაზღაურებად პროგრამაზე მიღება იწყება

დღეიდან, 29 იანვრიდან საქართველოში „მეიქინგ საიენს სვიფტის“ (Making Science Sweeft) აქსელერაციის ანაზღაურებად პროგრამაზე მიღება იწყება. აღნიშნულ პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 17 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგად ისინი 15 აპრილამდე პერიოდში, სამეტაპიან შერჩევის პროცესს გაივლიან. სწავლა კი 1-ლი მაისიდან დაიწყება.

პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით საბაზისო ცოდნა აქვს.

ახალი მიღების ფარგლებში დარეგისტრირება 18 სხვადასხვა მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

„მეიქინგ საიენს სვიფტი“ (Making Science Sweeft) კარიერული აქსელერაცია USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

აქსელერაციის პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში არსებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას, შრომის ბაზარზე პროგრამის მონაწილეების დასაქმების მაჩვენებლისა და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდას.

„მსოფლიოს მასშტაბით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და გლობალური დასაქმების ბაზარი მუდმივად ითხოვს ტექნოლოგიური მიმართულებით კვალიფიციურ კადრებს. ეს ტენდენცია საქართველოშიც განსაკუთრებით მკვეთრად, ბოლო რამდენიმე წელია შეინიშნება.

ტექნოლოგიური პროფესიები ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით სათანადოდ არ არის ათვისებული და შესაბამისად, ამ მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტია“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და პარტნიორების ჩართულობით, „მეიქინგ საიენს სვიფტის“ კარიერული აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში განახლდა და შეიქმნა 30 სასწავლო პროგრამა (სილაბუსი) პროგრამული უზრუნველყოფის და ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით; ამასთან, გადაიხედა და განახლდა ყოველთვიური ტესტირების და შეფასების სისტემები; შეიქმნა ინტერნების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პლატფორმა. ამავე პარტნიორობის ფარგლებში გადამზადდა 40 მენტორი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კარიერული აქსელერაციის პროგრამაში ამჟამად ჩართულია 50 ინტერნი, რომელთა 34% ქალია. მომდევნო ნაკადის ფარგლებში, იგეგმება დამატებით 50-ზე მეტი ინტერნის მიღება. 6 თვის განმავლობაში ინტერნები გადიან ინტენსიურ გადამზადებას, მუშაობენ რეალურ პროექტებზე და იუმჯობესებენ როგორც ტექნიკურ, ისე რბილ უნარებს. იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და 150-ზე მეტი ინტერნი დასაქმდება კომპანიაში.

მსურველებს აპლიკაციის შევსება და გადმოგზავნა შეუძლიათ შემდეგი ვებ მისამართიდან -

რეგისტრაციის ბმული.

ფბ - კითხვებისთვის https://www.facebook.com/making.science.sweeft

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება