მიხეილ სარჯველაძე - „ლელოს“ გადაწყვეტილება დესტრუქციული დამოკიდებულის სანიმუშო მაგალითია - მათი პრიორიტეტია პროცესის დაზიანება და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესის გულშემატკივრობა

ეს პროცესი იმიტაცია იქნება, თუ სერიოზული მუშაობა, თავიდან ბოლომდე ოპოზიციაზეა დამოკიდებული - „ლელოს“ გადაწყვეტილება დესტრუქციული დამოკიდებულის სანიმუშო მაგალითია,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, რეკომენდაციებთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებას რაც შეუძლია შესთავაზოს ოპოზიციას, ეს არის კარის გახსნა მსჯელობისთვის.

სარჯველაძე აღნიშნავს, რომ შეხვედრა საკმაოდ წარმომადგენლობითია და გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ყველამ დააფიქსიროს პოზიციები, რაც მისივე შეფასებით, „სერიოზული წარმატებაა ამ თვალსაზრისით“.

„ეს პროცესი იქნება იმიტაცია, თუ სერიოზული მუშაობა, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ოპოზიციაზე. რადგან ხელისუფლებას რაც შეუძლია ამ თვალსაზრისით, თუნდაც, დეპოლარიზაციის მიმართულებით შესთავაზოს ოპოზიციას, ეს გახლავთ კარის გახსნა საიმისოდ, რომ ვიმსჯელოთ. თუკი ოპოზიციის ნაწილს არ აქვს არაფერი შემოსათავაზებელი, ეს ნიშნავს, რომ არის მათი პრობლემა და არ შეიძლება ეს ჩირქს სცხებდეს პროცესს, რაც დაწყებულია. აქედან გამომდინარე, ვერ დავეთანხმები „ლელოს“ ამ პოზიციას. უფრო მეტიც, ეს არის სანიმუშო მაგალითი დესტრუქციული დამოკიდებულების ბოლო ხანებში. თუკი გეგმა აქვთ, რამ შეუშალათ ხელი, მოსულიყვნენ და აქ ესაუბრათ თითოეული იდეის შესახებ, რაც შეიძლება ჰქონდეთ. სინამდვილეში ნათელია, რომ მათი პრიორიტეტი გახლავთ პროცესის დაზიანება და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესის გულშემატკივრობა, თუნდაც, ამას ეწირებოდეს ქვეყნის მნიშვნელოვანი ინტერესი,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, არასამთავრობო სექტორიდან კი მხოლოდ "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრას არ ესწრებიან "ლელოს"დეპუტატები, რადგან მათივე შეფასებით, ეს პროცესი არის "იმიტაცია" და "ქართულ ოცნებას" არ სურს რეფორმების განხორციელება. "ლელო" რეფორმების შესრულების საკუთარ გეგმას ხვალ გააცნობს მედიას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი