მიხეილ დაუშვილი - ჯერჯერობით, ვერაფერი მოვისმინეთ კონკრეტული, რომ „ოცნება“ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას იმ საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო, მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული რეფორმა

ჯერჯერობით, ვერაფერი მოვისმინეთ რაიმე კონკრეტული, რომ „ოცნება“ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო, მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული რეფორმა, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, დაუშვილი არასწორს უწოდებს პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს.

„მიუხედავად იმისა, ვინმე ფიქრობს თუ არა, რომ ეს პლატფორმები ძალიან სასარგებლო და პროდუქტიულია, ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, ყველა პლატფორმა და რესურსი გამოვიყენოთ, რომ ამ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე მივეხმაროთ. „ლელო“, „ნაცმოძრაობა“ და სხვა მსგავსი რადიკალები, გასული წელიწადნახევრის განმავლობაშიც არაფერში მონაწილეობდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ფარსია, ამას შედეგი არ ექნება და სტატუსი არ იქნება. ჩვენმა მოქალაქეებმა ამ ქვეყანას სტატუსი ხომ უკვე მოუტანეს; ჩვენი მოქალაქეები, ასევე მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას უზრუნველყოფენ და ჩვენი ვალია, ამ პროცესში ჩვენს მოქალაქეებს ხელი კი არ შევუშალოთ, არამედ დავეხმაროთ”,- განაცხადა დაუშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ