ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა შევთავაზეთ

სომხეთი არ აცხადებს პრეტენზიას სხვის ტერიტორიებზე და არავის შეუძლია ჰქონდეს რაიმე პრეტენზია სომხეთის რესპუბლიკის რომელიმე ტერიტორიაზე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სომხეთის რესპუბლიკას არ აქვს პრეტენზია არანაირ ტერიტორიებზე, გარდა მისი სუვერენული ტერიტორიისა, და არავის შეუძლია ჰქონდეს რაიმე პრეტენზია სომხეთის რესპუბლიკის რომელიმე ტერიტორიაზე. ჩვენ მზად ვართ, გავცეთ ასეთი გარანტიები, ძლიერი და შეუქცევადი გარანტიები, მაგრამ მსგავს გარანტიებს ველოდებით სხვებისგან“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, სომხეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა უსაფრთხოების გარანტიის რამდენიმე მექანიზმი.

„მაგალითად, ჯარების სარკისებური გაყვანა ადმინისტრაციული საზღვრიდან, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში. ეს საზღვრები, ალმა-ატას 1991 წლის დეკლარაციის შესაბამისად, გახდა სახელმწიფო საზღვრები და 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ ამის საფუძველზე აღიარებდნენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ჯარების სარკისებური გაყვანა საშუალებას მისცემს აზერბაიჯანის სსრ ყველა ტერიტორია იყოს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ, ხოლო სომხეთის სსრ-ის ყველა ტერიტორია სომხეთის კონტროლის ქვეშ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ერევანმა ბაქო თავდაუსხმელობის პაქტის გასაფორმებლად მიიწვია.

„ჩვენ ასევე შევთავაზეთ აზერბაიჯანს განეხორციელებინა საზღვრის დემილიტარიზაცია, ასევე იარაღის ურთიერთკონტროლის მექანიზმი და ასევე თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა, თუკი აღმოჩნდება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთი სამშვიდობო დღის წესრიგის ერთგულია და ამ დღის წესრიგიდან არ გადაუხვევს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს