დავით კირკიტაძე - კობახიძე რამის გამკეთებელი არაა და ბევრი რამის გამფუჭებელია

რომ შეგერჩია ადამიანი, რომელიც რამის გამკეთებელი არაა და ბევრი რამის გამფუჭებელია ეკონომიკის მიმართულებით, კობახიძე საუკეთესო იქნებოდა - მისი პოზიციაა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, ეს დამღუპველია, რადგან ყველაფერი პირიქითა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, რომ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

მისი თქმით, არათუ ეკონომიკაზე, არამედ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ირაკლი კობახიძეს სიტყვაც კი არ დასცდენია.

„ახლა თუ ვინმე უნდა იყოს საქართველოს პრემიერი-მინისტრი და ახლა თუ რამეს უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, ერთადერთი რამით უნდა იყოს დაკავებული - ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. ახლა მოქალაქეებს ვეკითხები - კობახიძე არის ამის გამკეთებელი? რომ შეგერჩია ადამიანი, რომელიც რაიმეს გამკეთებელი არაა და ბევრი რამის გამფუჭებელია ეკონომიკის მიმართულებით, კობახიძე საუკეთესო იქნებოდა. მისი განვლილი ცხოვრება ადასტურებს იმას, რომ არათუ ეკონომიკის მიმართულებით, არამედ ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია პრობლემებზე, რაზეც ვსაუბრობთ. კობახიძის პოზიციაა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, შექმნილია უამრავი სამუშაო ადგილი - ეს დამღუპველია, რადგან ყველაფერი პირიქითაა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს