ისრაელის ელჩი - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჰოლოკოსტის სლოგანი: „აღარასდროს განმეორდეს“ ნამდვილად აღარასოდეს განმეორებას ნიშნავდეს

დღევანდელ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მსხვერპლებს, გადარჩენილებს, ვიხსენებთ ჰოლოკოსტს და გაკვეთილებს, რომელიც ყველამ უნდა ვისწავლოთ იმისთვის, რომ „აღარასდროს განმეორდეს“ ნამდვილად ნიშნავდეს აღარასოდეს განმეორებას, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს ჩვენ უკვე მესამედ ჩავატარეთ ყოველწლიური ღონისძიება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. სამწუხაროდ, გვეგონა, რომ ჰოლოკოსტისგან მიღებული გაკვეთილები ძალიან ძლიერად იყო აღბეჭდილი ყველას გულში, მაგრამ ბოლო დროს ვნახეთ, რომ ზოგისთვის „აღარასოდეს განმეორდეს“ მხოლოდ ცარიელ სლოგანად იქცა. დღევანდელ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მსხვერპლებს, გადარჩენილებს, ვიხსენებთ ჰოლოკოსტს და გაკვეთილებს, რომელიც ყველამ უნდა ვისწავლოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, რომ აღარასდროს განმეორდეს, ნამდვილად აღარასდროს განმეორებას ნიშნავდეს“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ საზარელი თავდასხმის შემდეგ მსოფლიოში ანტისემიტიზმის შემთხვევებმა იმატა და საჭიროა ერთობლივი მუშაობა იმისთვის, რომ მისი დაგმობა და უკეთესი საზოგადოების მშენებლობა მოხდეს.

„7 ოქტომბრის საზარელი თავდასხმის შემდეგ, მთელს მსოფლიოში ვხედავთ ანტისემიტიზმის ზრდას და ახლა, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ერთად მუშაობა იმისთვის, რომ განვახორციელოთ ინვესტიცია განათლებაში, დავგმოთ ის და გავაკეთოთ ყველაფერი იმის უზრუნველსაყოფად, რომ “აღარასდროს” ნამდვილად „აღარასდროს“ იყოს, იმისთვის, რომ ვიყოთ ერთგულები უკეთესი საზოგადოების შენების მიმართ, საზოგადოების, სადაც ადგილი არ ექნება ანტისემიტიზმს, სიძულვილს. საქართველო ებრაული თემისა და დანარჩენი საქართველოს თანაცხოვრების ერთ-ერთი მაგალითია და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, რომ ეს ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა ელჩმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო