კავკასიის უნივერსიტეტში გამოფენა „თბილისის ნერსისიან სასულიერო სკოლა 200“ გაიხსნა

26 იანვარს, ნერსისიან სასულიერო სკოლის დაარსებიდან 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში „თბილისის ნერსისიან სასულიერო სკოლა 200“-ის გამოფენის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელიც საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს და თბილისის კავკასიის უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტი საარქივო დოკუმენტი და ფოტოსურათი, რომლებიც სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ არქივებსა და ეროვნულ ბიბლიოთეკებში, სომხეთის იეღიშე ჩარენცის სახელობის ლიტერატურისა და ხელოვნების მუზეუმში, სომხეთის ისტორიის მუზეუმში, სარდარაპატის მუზეუმში, მატენადარანში და კერძო კოლექციებში ინახება.

„გამოფენის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მაღალი რანგის სტუმრები სომხეთიდან და საქართველოდან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში აშოტ სმბატიანმა. სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა მადლობა გადაუხადა კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გამოფენის მოწყობის შესაძლებლობისთვის და უსურვა, რომ კავკასიის უნივერსიტეტი, ისევე როგორც ერთ დროს ნერსისიან სასულიერო სკოლა, ამ ნერსისიანული სულით კვლავაც იყოს ადამიანთა და სპეციალისტთა სამჭედლო, რომლებიც დატოვებენ თავიანთ კვალს ადამიანური ცივილიზაციის განვითარებაში.

გამოსვლების შემდეგ გამოფენის ავტორმა, სომეხმა საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანმა ღონისძიების სტუმრებს გამოფენილი ფოტოსურათების ისტორია გააცნო.

ღონისძიების დასასრულს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ არტურ მარტიროსიანმა უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან კავკასიის უნივერსიტეტის შენობის ისტორიის ამსახველი მემორიალური დაფა გახსნეს“,- ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

საელჩოს ინფორმაციით, გამოფენა „თბილისის ნერსისიან სასულიერო სკოლა 200“ კავკასიის უნივერსიტეტის პირველ სართულზე მიმდინარე წლის 16 თებერვლის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი. გამოფენის ნახვის მსურველებს შეუძლიათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე ეწვიონ კავკასიის უნივერსიტეტს (მისამართი: პაატა სააკაძის 1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო