პარლამენტში უმაღლესი განათლების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული უმაღლესი განათლების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომაზე კომიტეტის მიერ 2023 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს. განიხილეს 2023 წელს კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევა, რომელიც რეგიონებში მდებარე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.

სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებასთან და გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

უმაღლესი განათლების საკონსულტაციო საბჭოს კომიტეტის წევრი გიორგი სოსიაშვილი თავმჯდომარეობს. საბჭოს წევრები არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, ასევე მეცნიერები და დარგის ექსპერტები.

„უმაღლესი განათლების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ უმაღლესი განათლების სფეროსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. საუბარი შეეხო ახალგაზრდა თაობის მეცნიერების სფეროში ინტეგრაციის საკითხს და დაფინანსების სისტემას. საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს