რატი ბრეგაძე ირაკლი ღარიბაშვილზე - მე წილად მხვდა ბედნიერება, მესწავლა ამ კაცისგან ბევრი რამ, ვსწავლობ და მომავალშიც ასე იქნება - საქართველოსთვის რამდენი რამ გაუკეთებია, ამაზე მე არ ვისაუბრებ, ისტორია იტყვის

მე წილად მხვდა ბედნიერება, მესწავლა ამ კაცისგან [ირაკლი ღარიბაშვილისგან] ბევრი რამ, ვსწავლობ და მომავალშიც ასე იქნება ,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

მისივე თქმით, „ისტორია იტყვის სათქმელს, რამდენი რამ გაუკეთებია ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოსთვის“.

„ყველაზე დიდი განძი ადამიანი და ადამიანური ურთიერთობებია.

წუთისოფელში გვხვდება ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ საკუთარი გამოცდილებით დაგროვებულ ცოდნას და უხვად გვიზიარებენ. ეს იშვიათი კატეგორიაა, რომელსაც მასწავლებელი ჰქვია. მე წილად მხვდა ბედნიერება, მესწავლა ამ კაცისგან ბევრი რამ, ვსწავლობ და მომავალშიც ასე იქნება.

არასოდეს მისაუბრია ირაკლის ადამიანური თვისებების შესახებ საჯაროდ. ესენია ღირსება, ერთგულება, ვაჟკაცობა, თავდადება და სხვისი გასაჭირის საკუთრად აღქმა. არაერთი შემთხვევის მომსწრე ვარ თუ როგორ დახმარებია სრულიად ჩუმად ადამიანებს და ამის შესახებ არავის გაუგია და ვერც ვერასოდეს გაიგებს. სიკეთეს რომ მალვა უნდა, ამ ადამიანის ცხოვრებისეული დევიზია.

საქართველოსთვის რამდენი რამ გაუკეთებია, ამაზე მე არ ვისაუბრებ, ისტორია იტყვის თავის სათქმელს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ იმავე კანდიდატის სტატუსი, რაც თანამედროვე საქართველოს უდიდესი ისტორიული მონაპოვარია, მისი უდიდესი ძალისხმევის შედეგია.

ყველა კარგი საქმის უპრეცედენტოდ ძლიერი მხარდაჭერა ირაკლის ხელწერაა. პირდაპირ და შეულამაზებლად ვიტყვი, რომ ყველა დიდი საქმე, რაც იუსტიციის სამინისტროში დავიწყეთ, დავასრულეთ და გრძელდება იმ გამხნევების და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით 24 საათის განმავლობაში ირაკლის ჩართულობის და გვერდში დგომის შედეგია.

ყველაზე მთავარი, რაც ირაკლის ახასიათებს ეს სიყვარულის უნარია. სწორედ სიყვარულით ნაკეთები საქმე ისხამს ნაყოფს, რაც ასე მრავლად არის ირაკლის მოღვაწეობაში.

გუნდის შეკვრა, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება და ისეთი მოტივაცია, რომელსაც უშრეტი ენერგიის წარმოქმნა შეუძლია, ირაკლის ლიდერული უნარებია.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღირსეული მეგობარი მყავს”, - წერს რატი ბრეგაძე.

მადლობა ყველაფრისთვის ჩემო ირაკლი!“,- წერს მინისტრი.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო