მამუკა მდინარაძე - მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, მისი პრემიერობის დროს დიდ წარმატებას მიაღწია ქვეყანამ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიის ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება, სადაც შესაბამისი ცვლილებები დამტკიცდება.

ამასთან, მდინარაძემ მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, იმისთვის, რაც მან პრემიერობის პოსტზე ყოფნის დროს ქვეყნისთვის გააკეთა.

„24 იანვარს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც დღეს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. პოლიტსაბჭოს მხრიდან იყო შეთავაზება, რომ საარჩევნო მარათონის აქტიურ ფაზაში გადასვლამდე ყოფილიყო ირაკლი ღარიბაშვილი და შემდეგ მომხდარიყო ცვლილება, გარკვეული როტაციის პრინციპით, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, თუმცა თავად ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალ პრემიერს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მთელი ეს პერიოდი გამოიყენოს ახალი გუნდის ჩამოსაყალიბებლად, ახალი ხედვების, მიდგომების ჩამოსაყალიბებლად და ა.შ.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, იმისათვის, რაც მან ამ წლების განმავლობაში ამ ქვეყნისთვის გააკეთა. იცით, რომ მისი პრემიერობის დროს დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. ეს არ არის ჩვენი გუნდის წარმატება, ეს მთელი ქვეყნის წარმატებაა. განსაკუთრებით გამოვყოფდი ეკონომიკურ წინსვლას, ეკონომიკურ პროგრესს, რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსს და სხვა უამრავი წარმატება, რაც საქართველომ მიიღო მისი პრემიერობის დროს. ეს ვიღაცებისთვის არ არის მარტივი, გვახსოვს ჩვენ პერიოდი, მაგალითად, 2012 წლამდე, როდესაც ქვეყნის პირველი პირობა იყო პრივილეგია და კომფორტი. დღეს, დადგა ის დრო, როცა ეს არის უდიდესი ტვირთი, პასუხისმგებლობა. ვიცით, რომ დემოკრატია მსხვერპლსაც მოითხოვს და ბევრი რაღაცის ატანა უხდებათ, განსაკუთრებით ლიდერებს, მაშინ როდესაც ქვეყანას მართავ. ამ ყველაფრისთვის მას დიდი მადლობა ეკუთვნის.

24 დეკემბერს ამ ყველაფერზე გვქონდა საუბარი. პოლიტსაბჭოს მიერ მოწვეული იქნა ყრილობა, რომელიც 1-ელ თებერვალს გაიმართება და იქ უკვე დამტკიცდება ცვლილებები. ცვლილებები გამოიხატება იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილია პარტიის თავმჯდომარედ, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძე უკვე აღარ არის პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, ჩვენ ასევე გვაქვს მონახაზი, რომ მის ადგილს პოლიტსაბჭოში - სამდივნოში, როგორც პოლიტიკური მდივნის ადგილს დაიკავებს ირაკლი კობახიძე“, - განაცხადა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო