პაკისტანი და ირანი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ

პაკისტანი და ირანი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯალილ აბას ჯილანმა ირანელ კოლეგასთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მეზობელ სახელმწიფოებს ერთმანეთთან კომუნიკაციის ძლიერი არხები აქვთ.

„ჩვენ ირანის მოძმე, მეგობარი და მეზობელი ქვეყნის, პაკისტანის უსაფრთხოებას, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის, ისე მთელი რეგიონის უსაფრთხოებად მივიჩნევთ“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, თეირანსა და ისლამაბადს შორის ერთობლივი „თანამშრომლობით არ დავუშვებთ, რომ ტერორისტებმა ორი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან“.

ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის ცნობით, ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი პაკისტანს მალე ეწვევა.

შეგახსენებთ, 17-18 იანვარს ირანმა და პაკისტანმა ბელუჯისტანის სასაზღვრო რეგიონში ერთმანეთის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს