ნიკა გვარამია სააკაშვილთან შეხვედრაზე - პოზიციები გავცვალეთ - მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატებით

ზოგადად, ჩემს პოლიტიკურ გეგმაზე კონსულტაციებს მეგობრებთან გავდივარ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მეგობრები სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, არ მგონია, რომ მთლად კორექტული იყოს,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფართო სათანამშრომლო ფორმატების მომხრეა.

„ზოგადად, ჩემს პოლიტიკურ გეგმაზე კონსულტაციებს მეგობრებთან გავდივარ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მეგობრები სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, არ მგონია, რომ მთლად კორექტული იყოს.

[შეხვედრაზე] პოზიციები გავცვალეთ, მისი დამოკიდებულება ჩემი გეგმების მიმართ და ჩემი დამოკიდებულება მისი გეგმების მიმართ.

განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, ნიკა მელიასთანაც, ზურასთან [ჯაფარიძე] და ელენესთანაც [ხოშტარია]. ზოგადად მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატებით. "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა ოპოზიციაში რანაირად შეიძლება რომ არ მოხდეს. არჩევნების შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, ეს გამორიცხულია, რომ სხვანაირად იყოს იმიტომ, რომ ოპოზიციური კოალიცია "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ვერ იქნება", - აღნიშნავს გვარამია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს