გიორგი ვაშაძე - ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აცდენილია რეალობას - ჩვენი ერთიანობით დიდი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ წელს

ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ივანიშვილმა, რომ სრულიად აცდენილია რეალობასა და ხალხის პრობლემებს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძე ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

მისივე თქმით, გამოსავალი არსებობს, რაც 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებით უნდა მოხდეს.

"ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ივანიშვილმა, რომ სრულიად აცდენილია რეალობასა და ხალხის პრობლემებს. დღეს ხალხს აწუხებს უმუშევრობა, ფასების ზრდა, კატასტროფული მიგრაცია.

ამ დროს პრემიერად ნიშნავ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაეგება ეკონომიკის და იცავს მხოლოდ მის პერსონალურ ინტერესებს და უფრო ეფექტურად შეუშლის ხელს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს.

ჩვენი ერთიანობით დიდი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ წელს. მოვიზიდოთ ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, შევქმნათ ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მე მჯერა ამის და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ძალა ერთობაშია!", - განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს